ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში მყარად იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
პრემიერმა საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად შესრულებულ ჩარტერულ რეისებზე ისაუბრა და ოთხი ფრენის ორგანიზებისთვის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს მადლობა გადაუხადა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


