“გავბედავ და შევაფასებ ირანულ ეპოპეას: რასაც ვუსმენ, ამ დროისათვის არანაირი ნიშანი არაა, რომ ამერიკამ ირანი გაანადგურა. ანუ, კი ბომბავს, მაგრამ აიათოლების რეჟიმის ნება არ გატეხილა. ამასთან, ამერიკული დანაკარგები თვალშისაცემია.”- წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან დავით დარჩიაშვილი.
ახლო აღმოსავლეთში არსებულ მათ ბაზებს სერიოზულად გაუჭირდათ. ორმუზის სრუტე არ კონტროლდება. ტრამპს არ ასვენებს გამჩენი. ჰეგსეტს რომ ვუსმენდი – ნუუუ, არც კი ვიცი, რას შევადარო. ირანელებზე იძახის, ვირთხებივით იმალებიანო. არ ვიცი, ბოლოს რომელი ნორმალური ქვეყნის მინისტრთაგანი საუბრობდა ასე. ახლა პოზიტიური პროგნოზი: ტრამპის ამბიციები ვერ აიტანს პუტინის სარგებელს.
არც არავინ მიუშვებს მას პუტინთან ალიანსისაკენ. ტრამპიც და მთელი ამერიკაც გააცნობიერებს, რომ უკრაინასთან და ევროპასთან (ისევე როგორც კანადასთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან) ალიანსის და თანამშრომლობის გარეშე შტატებს მომავალი არ აქვს. ტრანსატლანტიკური ხიდი აღდგება. ამის მერე ტრამპი გაქრება. რუსეთს, ირანს და ჩინეთს ისევ ლიბერალურ-დემოკრატიული სამყარო აღუდგება კედლად. ამ ყველაფერს დრო დასჭირდება, მაგრამ სხვა შანსი და პერსპექტივა არ არსებობს.”– წერს დავით დარჩიაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


