ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიწვევით. როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც კეთილი ნების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირი მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა “იმედის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
„მესმის, რომ ნამდვილად არ იქნება მარტივი იმ ნეგატივის გაანალიზება ასე სწრაფად, რომელიც დატოვებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან და გაგებით შეიძლება, მოვეკიდოთ ამ პროცესს. თუმცა ის ნათქვამი, რომ ისინი ამზადებენ ამ პროცესებს, ესეც რეალობაში ძალიან კარგად არის გაგებული ჩვენი მხრიდან.
ჩვენ არსად გვეჩქარება. ჩვენ გააზრებული გვაქვს, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება არსებულ გამოწვევებში როგორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
ამ ჭრილში არის განსახილველი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა, ჩვენ გულწრფელები ვართ და მზად ვართ ამ საკითხების განსახილველად. იქიდან კეთილი ნების კონტურები გამოკვეთილია ვიზიტებთან დაკავშირებით. მაგალითად, ახლა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიწვევით. როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც კეთილი ნების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირი მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


