ბოლო ამბები
21/04/2026

მე ვლოცულობ პატრიარქის გადარჩენისთვის და სანთლებს ვანთებ, ამისკენვე მოვუწოდებ სხვებს – მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება

“ვუსურვებ პატრიარქს გამოჯანმრთელებას. მე მასთან დიდი ხნის ისტორია მაკავშირებს. ბოლოს ვნახე ბერლინში, კლინიკაში, რამდენიმე წლის წინ.
ის ძალიან კომპლექსური და საინტერესო ისტორიული ფიგურაა, რომელმაც ავტოკეფალია დაუბრუნა ქართულ ეკლესიას, ბევრ ადამიანს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს მისი როლის მიმართ, მაგრამ მე ვლოცულობ მისი გადარჩენისთვის და სანთლებს ვანთებ, ამისკენვე მოვუწოდებ სხვებს.”-  წერს მიხეილ სააკაშვილი.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას გვიან ღამით კუჭის არეში სისხლდენა დაეწყო, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის, ხელოვნურ სუნთქვაზეა, ექიმების გადაწყვეტილებით, ილია მეორე მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.

მდგომარეობა რთულად ფასდება.

სხვა ამბების წაკითხვა