სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისში, ყველის შესაბოლი არალეგალურ საწარმო გამოავლინეს.
ფიზიკური პირი მ. უ. (მის: ქ. თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა N56) საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.
არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


