ბოლო ამბები
30/03/2026

იოლი არ იყო ბუდაპეშტში გამგზავრება, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე დღეები იყო ჩვენთვის, იყო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური დატვირთვაც და ფიზიკური დატვირთვაც

გაზიარება

ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძიება ეძღვნებოდა ტრადიციულ ფასეულობებს, რასაც პატრიარქმა ილია მეორემ მთელ;ი თავისი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.

„იოლი არ იყო ბუდაპეშტში გამგზავრება, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე დღეები იყო ჩვენთვის, იყო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური დატვირთვაც და ფიზიკური დატვირთვაც, იმდენ პროცესთან იყო დაკავშირებული საბოლოო ჯამში პატრიარქის ღირსეულად დაკრძალვის ორგანიზება, თუმცა მოვახერხეთ ნახევარი დღით გამგზავრება ბუდაპეშტში, სადაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მქონდა ფართო საერთაშორისო აუდიტორიასთან პატრიარქთან დაკავშირებით საუბრის შესაძლებლობა. მქონდა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოკლედ, მაგრამ საუბრის საშუალება. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს ღონისძიება ეძღვნებოდა სწორედ ტრადიციულ ფასეულობებს, ანუ იმ ყველაფერს, რასაც მიუძღვნა მთელ;ი თავისი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა პატრიარქმა ილია მეორემ.

შესაბამისად, ჩვენი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში არის კიდევ ერთხელ იმის გამოხატულება, თუ რამდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ და რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყანაში ამ ფასეულობების დაცვას და განმტკიცებას. შესაბამისად, ამ სირთულის მიუხედავად, უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ასევე, ბუნებრივია, აღვნიშნავ ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორრობას, მეგობრობას უნგრეთთან. უნგრეთი რჩება ევროპაში ჩვენი ეროვნული ინტერესების მთავარ დამცველად, შესაბამისად, აქაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მონაწილეობით სათანადოდ დაგვეფასებინა უნგრეთის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი ეროვნული ინტერესების მიმართ. შესაბამისად, ჩვენთვის ალტერნატივა არ ჰქონდა ნახევარი დღით ბუდაპეშტში გამგზავრებას და შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა