22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

მიშასგან კაპიკი ფული არ ამიღია, არც მაშინ როცა შევრიგდით, არც მაშინ, როცა მის ინტერესებს ვიცავდი – ვალერი გელბახიანი

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

მიშასგან კაპიკი ფული არ ამიღია, არც მაშინ როცა შევრიგდით, არც მაშინ, როცა მის ინტერესებს ვიცავდი, იქიდან თუ რამე 1 თეთრი მაინც იცოდეს ჩემმა ოჯახმა, არამად მაშინ” – განაცხადა ვალერი გელბახიანმა “კავკასიის” ეთერში სტუმრობისას, როდესაც გამოეხმაურა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას გუბაზ სანიკიძისადმი.

“მე ეს რომ შემემჩნია, შეიძლება დისტანცირება დამეწყო. იმიტომ, რომ ჩემ ზურგს უკან თუ ასეთი სპეკულანტური თამაშები მიმდინარეობდა და მე ამის მონაწილე ბრმა იარაღი ვარ, არ ვიქნები ბრმა იარაღი და განვერიდები”- თქვა გელბახიანმა.

მისივე განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა ამ ინფორმაციის გავრცელებისას, როდესაც თქვა, რომ სანიკიძე 100 ათას დოლარად მიეყიდა სააკაშვილს.

“თავდადებით შემიძლია ვთქვა, რომ ტყუილია”– განაცხადა ვალერი გელბახიანმა.