განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

“სუსი”-ს უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მისი პიროვნების უკეთ გაცნობის  მიზნით იწვევს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აინტერესებს, თუ როგორი ადამიანია სინამდვილეში. როგორც სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პანდემიის ჩავლის შემდეგ, საკუთარ სოფელში ეპატიჟება ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება.

საჯარო მოსაწვევი, ჩემო მაგარო მეგობრებო და მტრებო(ც) ეს ყველაფერი ცუდი, ძალიან მალე გადაივლის და გადავალთ ისევ ცხოვრების ნორმალურ ეტაპზე.

თუ ნორმალური ჰქვია,  გამიგებთ და ვგულისხმობ კორონამდელ ეტაპს. ხოდა ვინც იცით (ვინც არა) ჩემი სახლი ქიზიყში, ყველას გეპატიჟებით, ვისაც გეკუთვნით.

მეგობრებო, ახლა არ გინდათ, მე არ დამპატიჟა, პირადად ვერ ჩამოვალო…მე მეკუთვნის, თუ არაო. ე ბიჯო ვინც მიცნობთ პირადად და ვინც არა ყველას ვგულისხმობ, არ მაშინებს რაოდენობა, რატომ იცით? არ დამძრახავთ, ვიცი რაც მექნება იმაზე…. რქაწითელი და საფერავი, ვენახი იმხელა მაქვს და “იმფერი” ღვინო, რომ ყველას გაგიმასპიძლდებით, ამიტომ მე დამატებით თარიღს კიდევ გაცნობებთ აქ და გელით.

განსაკუთრებულად ვიწვევ ჟურნალისტებს – ბეჭდური, ტვ, რადიო,სოციალური ქსელი…. ყველას, მინდა, რომ გამიცნოთ ახლოდან და გაიგოთ მართლა ბავშვიჭამია ვარ თუ არა. ვიცი ყველას გაინტერესებთ, ამიტომ გეპატიჟებით და დამატებით დროს გაცნობებთ, *მტერიც სტუმრად მოსული მოყვარეა და მოვიდეს…. მოვარჯულებთ;)”- წერს სოსო გოგაშვილი.

 

თქვენი კომენტარი?