ბრიუსელის ევროპულ კვარტალში შამპანურის საცობები გაისროლეს, მოსალოდნელზე სწრაფად და მკაფიოდ წააგო არჩევნები ვიქტორ ორბანმა – და გამარჯვებულ პეტერ მაგიარს მიულოცა.
როგორც ეს ჯენტლმენსა და დემოკრატს შეჰფერის – და სრულიად განსხვავებულად იმასთან შედარებით, როგორ ექცეოდა მას დანარჩენი ევროპა.
ორბანის კამპანიას, სავარაუდოდ, სასიკვდილო დარტყმა დონალდ ტრამპმა და მისმა ვიცე-პრეზიდენტმა მიაყენეს. ან მართლა სჯეროდა ორბანს, რომ ამჟამად, ალბათ, ყველაზე მეტად მიუღებელი ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერა დაეხმარებოდა? ეს მძიმე შედეგების მქონე მცდარი გათვლა აღმოჩნდა – წერს გამოცემა “Weltwoche”.
სტატიის ავტორი აღმნიშნავს, რომ გამარჯვებული კანდიდატი პიტერ მაგიარი იმდენად პროევროპელიც არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს
“ხაფანგში ახლა თავად ევროკავშირიც აღმოჩნდება. ელეგანტურად შეფუთული „პროევროპელი“ მაგიარით გამოწვეული სიხარული ბევრს თვალს ახუჭინებს არასასიამოვნო რეალობაზე: ახალი ლიდერი იმდენად პროევროპელიც არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
განსაკუთრებით, ის არ გამოირჩევა პრო-უკრაინული პოზიციებით. მაგიარმა არაერთხელ გამოხატა, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკური დამოკიდებულება კიევის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. ასევე, იგი არ უჭერს მხარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
პოლონეთისგან განსხვავებით, სადაც დონალდ ტუსკი ევროკავშირისადმი სკეპტიკურად განწყობილი „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ (PiS) იდეოლოგიური მოწინააღმდეგე იყო, მაგიარი იმავე პოლიტიკური ბანაკიდან მოდის, საიდანაც ორბანი. სწორედ ამიტომ, ბრიუსელში ზედმეტი ეიფორია ნაკლებად გამართლებულია. – წერს გამოცემა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


