22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ვეხმაურები ტელეკომპანია “იმედი”-ს ამორალურ პროვოკაციას, ჩემ მიერ ერთ-ერთ პოსტში მოხსენიებულ ტერმინ “პოლიტიკურ აუტიზმთან” დაკავშირებით – ნიკა გვარამია

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ვეხმაურები ტელეკომპანია იმედის ამორალურ პროვოკაციას, ჩემ მიერ ერთ-ერთ პოსტში მოხსენიებულ ტერმინ “პოლიტიკურ აუტიზმთან” დაკავშირებით:

ცხადია, არავითარ კავშირში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების სტიგმატიზებასთან ამ შემთხვევას არ აქვს. ამიტომაცაა მიწერილი ზედსართავი “პოლიტიკური” და თავად ტერმინი ჩასმულია ბრჭყალებში. ის, რომ აუტიზმი დიაგნოზია, არანაირად არ განაპირობებს რეალური ადამიანების შეურაცხყოფას. “პოლიტიკურად კოჭლი” რომ მეწეროს, ან “პოლიტიკური სიყრუე”, ან “პოლიტიკური შიზოფრენია”, მაშინ? თუ სიყრუე, სიბრმავე და შიზოფრენია დიაგნოზი არაა?

სტერილური “პოლიტკორექტულობაა” სწორედ ის უკიდურესობა, რომელიც ბუნებრივად და კანონზომიერად შობს საწინააღმდეგო უკიდურესობას ფაშისტური მემარჯვენეობის სახით.

P.S. –  რაკიღა ცალკეულმა ადამიანებმა აღიქვეს ეს გამოთქმა პრობლემად, დავას არ ვაპირებ, უბრალოდ წავშლი პოსტის იმ ნაწილს.”- წერს ნიკა გვარამია.