ბოლო ამბები
12/12/2024

სოსო გოგაშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

გაზიარება

სოსო გოგაშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

სოსო გოგაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

სოსო გოგაშვილი 2022 წლის 16 ივლისს დააკავეს.

გადაწყვეტილების შემდეგ ოჯახის წევრებმა პირველი კომენტარი გააკეთეს მედიასთან. მათი თქმით, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მოსამართლემ შეასრულა.

“ღმერთს ვთხოვ, მთელი მათი ოჯახი და მოდგმა ამ სიმართლით ატაროს, რაც სოსო გოგაშვილს გაუკეთეს. არავის არ შერჩენია, მუდმივი არაფერია, ჩვენ ბრძოლას მაინც გავაგრძელებთ”– განაცხადა სოსო გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილმა ტვ “პირველი”-ს ჟურნალისტთან საუბრისას.

სხვა ამბების წაკითხვა