ბოლო ამბები
24/04/2026

თბილისში 70 სართულიანი “ტრამპ თაუერის” ცათამბჯენის აშენება იგეგმება

გაზიარება

ეს “ტრამპ თაუერი”-ს შენობაა ნიუ-იორკში და მალე, მსგავსი ცათამბჯენი შესაძლოა თბილისში  გაჩნდეს.

ამერიკული კომპანია Trump Organization გეგმავს საქართველოში, კერძოდ თბილისში, დაახლოებით 70-სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენის განვითარებას. პროექტი ადგილობრივ დეველოპერულ კომპანიასთან არქი ჯგუფთან  თანამშრომლობით განხორციელდება და, გავრცელებული ინფორმაციით, არქიტექტურულ დიზაინზე საერთაშორისო კომპანია “გენსლერი” იმუშავებს.

პროექტი მოიცავს მაღალი კლასის საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, სავაჭრო და კომერციულ სივრცეებს. ინიციატორების განცხადებით, კომპლექსი მიზნად ისახავს ქალაქის ურბანული ლანდშაფტის განახლებას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.

მიუხედავად მაღალი ინტერესისა, პროექტი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ დაგეგმვისა და განვითარების ფაზაშია. ოფიციალური სამშენებლო ვადები და დაწყების თარიღი სრულად დაზუსტებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი წარსულშიც იყო დაანონსებული — 2010-იან წლებში ბათუმში Trump Tower-ის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ არ განხორციელდა.

თუ პროექტი სრულად განხორციელდება, “Trump Tower Tbilisi” შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და გამორჩეული შენობა რეგიონში.

სხვა ამბების წაკითხვა