ბოლო ამბები
23/04/2026

ევროკავშირი ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ამის გადახედვას არ ვაპირებთ – ლევან მაჭავარიანი

გაზიარება

“ევროკავშირი ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ამის გადახედვას არ ვაპირებთ” – განაცხადა ‘ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან მაჭავარიანმა 20 აპრილს, “რუსთავი2”-ის დებატებში სტუმრობისას.

“ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ეს NATO-საც ეხება და ევროკავშირსაც. თუმცა, ჩვენ გვაქვს სირთულეები და ამ სირთულეებზე ბევრი გვისაუბრია. დღეს, ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. რადიკალური ოპოზიცია როგორც არ უნდა ეცადოს, რომ ჩვენ დაგვაბრალოს შეჩერების პროცესი, ეს ყველაფერი შეჩერდა 2024 წლის ივნისში. არსებობს ბატონი ჰერჩინსკის წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მათ მხრიდან შეჩერება მოხდა 2024 წლის ივნისის თვეში და მათ საბაბად გამოიყენეს ორი პროექტი, ეს არის გამჭვირვალობის ქართული კანონი, რომელიც რუსულად მონათლეს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და ევრობიუროკრატებმა, მაგრამ დადასტურდა რომ იქ რუსული არაფერი არ არის. დღეს ყველა საღად მოაზროვნე ხედავს, რომ ტყუილში იყო შეყვანილი”- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

სხვა ამბების წაკითხვა