“დღეს ჩემი მორიგი სასამართლოა და აქვე მივმართავ თხოვნით პროკურატურას – მოგეხსენებათ მალე მოვა ზაფხული და დაცხება. სიცხეში იზრდება ტყეებში ხანძრების რისკი. მერე რომ არც თქვენ იწვალოთ და არც მე, თაკარა მზეში დაკითხვებზე და სასამართლოზე რომ არ მატაროთ, მოდით საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც შემიკერეთ. სადაც ორი, იქაც ბარემ სამი. თქვენი რა მიდის. ეს შეთავაზება ზაფხულამდეა ძალაში! ‘- წერს ალეკო ელისაშვილი, რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
ალეკო ელისაშვილი ტერორიზმის ბრალდებით არის დაკავებული და მას 10 დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


