ბოლო ამბები
28/04/2026

ბევრი სიბოროტე და სიძულვილი გადამიტანია და ამასაც გადავიტან, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვუყვარვარ და მხარს მიჭერს – მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება

“ახლა ირკვევა, რომ გუშინდელ “სასამართლოზე”, რომელზეც მელია მოდიოდა ჩემთან დებატების გასამართად, რამდენიმე ჟურნალისტს უთხრეს, რომ მათ შეეძლებოდათ გამონაკლისის სახით გადაღება. ჰოდა, ვინაიდან არ დავრჩი, სხდომა ეგრევე შეწყვიტეს და არავის მისცეს სიტყვა.

ნუთუ ეს ფაქტი არაფერს გეუბნებათ? მე ბევრი სიბოროტე და სიძულვილი გადამიტანია და ამასაც გადავიტან, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვუყვარვარ და მხარს მიჭერს. რაც მთავარია, ხალხიც ყველაფერში უკეთესად გაერკვევა.”– წერს მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

სხვა ამბების წაკითხვა