ელენე ხოშტარიას თქმით, ის არცერთი ბიზნესმენისგან არ იღებს ფულს და არასდროს გახდება მათზე დამოკიდებული, მათ შორის დავით კეზერაშვილზე.
ამის შესახებ მან 4 აპრილს, ტვ “პირველი”-ს ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან ჩართვისას განაცხადა, როდესაც ოპოზიციურ სპექტრში დავით კეზერაშვილის შესაძლო ფინანსურ გავლენებზე გააკეთა კომენტარი.
ხოშტარიას თქმით, ის არ უარყოფს დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობას, როდესაც უკრაინელებს ეხმარებოდა მისი მეშვეობით, თუმცა არცერთ ეტაპზე მას არ დაუფინანსებია მისი პოლიტიკური პარტია ან აქტივობა,
“მე პარტიული დაფინანსების არანაირი ფორმა არ მაქვს მასთან და ყველა დოკუმენტი არის გამჭვირვალე. ხან გვაბრალებენ, რომ ევროკავშირი გვაფინანსებს, ხან გაბრალებენ, რომ რუბლებს იღებ კრემლიდან.
არანაირ პარტიულ დაფინანსებას მისგან მე არ ვიღებ და ეს არის სრულიად გამჭვირვალე. მე მივესალმები ყველას ღია ჩართულობას ამ რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის დავით კეზერაშვილის, რომელსაც დღეს აქვს “ფორმულა” და ის თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რომელიც იდევნება.
მე, ჩემ სინდისთან აბსოლუტურად გამაჩნია იმის გარანტია, რომ ვერცერთი სახელი და გვარი, ვერც კეზერაშვილი და ვერც სხვა, ვერ იქნება ოლიგარქი, რომ გიკარნახოს რაღაც.
მე მივესალმები კეზერაშვილის ჩართულობას ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში, ასევე მიმაჩნია, რომ არც კეზერაშვილი და არც სხვა, არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს ოლიგარქი. დღეს ყველა პროდასავლური რესურსის გაერთიანება არის აუცილებელი.
ჩვენ პარტიულ დაფინანსებას არ ვიღებთ და ღიად ვიტყვი, ჩვენი პარტია სულ არ არის მდიდარი, ჩვენთან აქტივისტები არიან, რომლებიც საერთოდ არ არიან ფულისთვის მოსულები პოლიტიკაში.
არცერთ ბიზნესმენზე მე არასდროს არ ვიქნები დამოკიდებული, კარგია თუ ცუდი, რადგან სისტემაა ცუდი, როდესაც შენ ბიზნესმენზე ხარ დამოკიდებული და ეს არჩევანი მე ჩემთვის გაკეთებული მაქვს, რომ შეიძლება ფეხით მოგიწიოს სადღაც წასვლა, კი არ ვწუწუნებ, ნორმალურია ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, რომ ასე იბრძოლო.
გასაგებია, რომ პროპაგანდა შესაძლოა ბინძური იყოს, მაგრამ გავა დრო და ამ ყველაფერს ნათელი მოეფინება და ეს არის სირცხვილი, როდესაც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებ შენ კერძო ინტერესს ვიღაცასთან დაპირისპირების”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს