22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ბიძინა ივანიშვილს დაველაპარაკები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეცვლის ამ პოლიტიკას – გია ხუხაშვილი

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

მე ბიძინა ივანიშვილს დაველაპარაკები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეცვლის ამ პოლიტიკას. მე ვხედავ, რომ ჩენი ქვეყნის პოლიტიკა დღეს არის კოლაბორაციონალისტური“- განაცხადა გია ხუხაშვილმა 4 მარტს, ტვ “პირველი”-ს გადაცემაში დიანა ტრაპაიძესთან სტუმრობისას.

“ეს იფუთება ვითომ ომის თემით – “ომი გვინდა” და ამ მარაზმით, მაგრამ კოლაბორაციონიზმი სახეზეა, საქართველოს ეკონომიკური მიგრაცია რუსულ სივრცეში სახეზეა, მიგრაციული და კულტურული ექსპანსია სახეზეა. რომ დამირეკოს ბიძინამ, რაზე უნდა ველაპარაკო, მე არ ვიცი.

ის თუ დამირეკავს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, რომ სურს რამის შეცვლა, კი ბატონო, დავეხმარები და თუ არაფრის შეცვლა არ უნდა და წიგნზე სურს მელაპარაკოს, მე ეს არ მაინტერესებს” – განაცხადა გია ხუხაშვილმა, რომელმაც წიგნი დაწერა მისი, ბიძინა ივანიშვილის, ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიასთან პოლიტიკური ურთიერთობების კულუარებზე.