სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანია “ბილაინი”-ს საქართველოს წარმომადგენელმა კომპანიამ სახელწოდება და ლოგო შეიცვალა, ვინაიდან ის უკვე ქართულმა კომპანიამ შეიძინა და დღეიდან “სელფი მობაილის” სახელით გააგრძელებს მუშაობას.
“სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის კავშირგაბმულობის ბაზარზე.
“მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, მათ შორის ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მზადყოფნაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში აბონენტია და ყველა თანემედროვე მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს.
„სელფი მობაილი“ აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას და მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას. კომპანიას ადაპტირებული და დანერგილი აქვს გლობალური ტელეკომ ინდუსტრიის საუკეთესო სტანდარტები, მათ შორის ეთიკისა და კომპლაენსის, მომხმარებლის მონაცემების დაცვისა და ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. სადღეისოდ, „სელფი მობაილი“ საქართველოში 1,3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.”– წერია კომპანიის ვებ გვერდზე.
შეგახსენებთ, 4 აპრილამდე მომხმარებლებს აღნიშნული კომპანია “ბილაინი”-ს სახელით ემსახურებოდა.
არაკომერციული ინფორმაცია.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს