MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი


“საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები და გამოცემები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც მან covid-19 ის წინააღმდეგ, არის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. რაც ჩვენს ქვეყნას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მაგალითდ აქცევს.

Washington Times: ჯანდაცვის ფრონტზე საქართველომ მართლაც მიაღწია მეტ წარმატებას, ვიდრე ბევრმა სხვა სახელმწიფომ. 

The guardian: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შენელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის სწრაფი რეაგირება გახდა.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელი: საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19 პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად

ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე: საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ რეაგირების საუკეთესო მაგალითი აჩვენა.

ეს საერთაშორისო გამოხმაურების მცირე ჩამონათვალია, რაც ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო პანდემიის წინააღმდეგ 24 საათიან, გეგმაზომიერ ბრძოლას ახორციელებს, რომლის შედეგიც ინფიცირებულთა მცირე მოცულობაა.

მესმის, რომ შეზღუდვები საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, მიუღებელია, მაგრამ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ სახელმწიფოს, ეს არის ბრძოლა, რომელში გამარჯვებაც თითოეული ჩვენგანის მონაწილეობის გარეშე შეუძებელია, ამიტომ დროა, გავითავისოთ ჩვენი როლი სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე.

დღეს სახელმწიფოს, ჩვენი (საზოგადოების) ჩართულობის გათვალისწინებით აქვს შედეგი, რომელიც მსოფლიოსთვის საოცნებოა, ცოტა კიდევ მოვითმინოთ და შედეგი, რომლის უკან სახელმწიფოს ტიტანური შრომა დგას უფრო შთამბეჭდავი გავხადოთ!

თქვენი კომენტარი?