ბოლო ამბები
20/05/2026

ნუ შეგეშინდებათ მანქურთების – ნინო შალამბერიძე პატრიარქს

ჟურნალისტი ნინო შალამბერიძე პასუხობს იმ ადამიანებს, ვინც პატრიარქ შიო მესამეს აკრიტიკებენ აბორტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

“დიდება უფალს — ეს ის სულიერი სიტყვებია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აძლიერებს და რწმენას უმტკიცებს. დიდება უფალს, რომ გვყავს ასეთი პატრიარქი — სულიერი მამა, რომელიც ჭეშმარიტებით, სიმტკიცითა და სიყვარულით ემსახურება ერსა და საქართველოს. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან იგი ჩვენი დიდი მამის, ილია მართლის გზის გამგრძელებელია.
დიდება უფალს, რომ ერი იღვიძებს, ფხიზლდება და ხმამაღლა ამბობს, რომ აბორტი უდიდესი ცოდვაა. ეს არ არის მხოლოდ აკრძალვაზე საუბარი — ეს არის ზრუნვა ერის მომავალზე, ქართველის გადარჩენასა და გაძლიერებაზე. პატრიარქმაც სწორედ ეს თქვა — ერი უნდა გამრავლდეს, გაძლიერდეს და სულიერად განმტკიცდეს.

საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ამიტომაც, როგორც ნამდვილ სულიერ მამას შეეფერება, პატრიარქმა თავიდანვე ხმამაღლა და მტკიცედ დაიწყო საუბარი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — რწმენაზე, ეროვნულ ღირსებასა და ქართველობის დაცვაზე.

გვიყვარხართ, პატრიარქო. პირადად მე დიდი იმედი და რწმენა მაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და სიბრძნით საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს ყველა დაკარგულ ტერიტორიას.
ქართველი ერი ყოველთვის თქვენთან იქნება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი.

ნუ შეგეშინდებათ მანქურთების — მათთან ბრძოლა ჩვენი ღირსებაა, და როგორც ყოველთვის, ბოლოს სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. მთავარია ერი, ქართველი ერი — გამრავლდეს, გაძლიერდეს და დარჩეს ერთგული ღმერთის, სამშობლოსა და საკუთარი ფესვების.“- წერს ნინო შალამბერიძე.

სხვა ამბების წაკითხვა