22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ეს სლოგანი ვინ მოიგონა საერთოდ? – მერაბ მეტრეველი ოპოზიციას

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ახლა, რაც არ მომწონა: უპირველესად ესაა კამპანიის სლოგანი.
რა „საქართველო იმსახურებს უკეთესს?!“ ეს სლოგანი ვინ მოიგონა საერთოდ?! – ასე ეხმიანება მერაბ მეტრეველი 26 მაისს, საპროტესტო აქციაზე, გიორგი ვაშაძისა და ნიკა გვარამიას გაჟღერებულ სლოგანს.

“ასეთი სლოგანი საარჩევნო კამპანიისთვისაც კი ზედმეტად ზოგადი და არაფრისმთქმელია, არათუ საპროტესტო მოძრაობისთვის.

ბანკის რეკლამად თუ გამოდგება, ან რომელიმე სამშენებლო კომპანიის.

ქუჩის პროტესტს ჭირდება კონკრეტული და საბრძოლო განწყობაზე მომყვანი სლოგანი.

ბევრია ასეთი სლოგანი, ადრეც გამოუყენებიათ და უმუშავია კიდეც. გუშინდელ აქციაზეც გააჟღერა ერთ-ერთი თენგო თევზაძემ თავის გამოსვლაში.
კი, თუ ქუჩაში გადიხარ და ხალხს გამოსვლისკენ მოუწოდებ, სლოგანი უნდა იყოს: საქართველო ივანიშვილის გარეშე!

ან რამე ამდაგვარი. სამართლიან არჩევნებს რომ მოიპოვებთ, მერე გადადით, ბატონო პოზიტიურ სლოგანებზე.”- წერს მერაბ მეტრეველი.