22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

დააკავეს პოლიციელები, რომლებმაც გორში მოქალაქეებს სცემეს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

პროკურატურამ დააკავა 6 პოლიციელი, რომლებმაც გორში, კომბინატის დასახლებაში მოქალაქეებზე იძალადეს და სცემეს. შემთხვევა 27 მაისს მოხდა და ფაქტი ვიდეოკამერით გადაიღო ჟურნალისტმა ლადო ბიჭაშვილმა.

მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.