თბილისში დაკარგული ინდოელი სტუდენტის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. 23 წლის დვანიტ რაჯდიპს 16 მაისის შემდეგ ეძებდნენ. როგორც ოჯახი ამბობს, მათ შვილს, თბილისში, ნანქირავები ბინის მეპატრონესთან დაძაბული სიტუაცია ჰქონდა.
სტუდენტი უკრაინიდან გადმოვიდა საქართველოში სასწავლებლად და სწავლობდა „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტზე.
დედის თქმით, იგი სამშობლოში დაბრუნებას 2026 წლის სექტემბერში გეგმავდა, მას შემდეგ, რაც სწავლას დაასრულებდა.
ინდური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, გარდაცვლილი მამა ამბობდა, რომ მის შვილს დაპირისპირება ჰქონდა თბილისში იმ ბინის მეპატრონესთან, – ასევე ინდოეთის მოქალაქესთან, – რომელსაც დვანიტი ქირაობდა.
მამის ცნობით, საუბარია „სამხრეთ ინდოელ“ კაცზე, სახელად „ანილზე“.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


