ბოლო ამბები
01/06/2026

ვაქციოთ სომხეთი კვლავ დიდებულ ქვეყნად – დონალდ ტრამპი

“სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ჩემი დიდი მეგობარი და გამორჩეული ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და მეტად უსაფრთხოს ხდის!

ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ, როგორც სომხეთისთვის, ისე მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.

ჩვენი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ახლახან იმყოფებოდა სომხეთში, სადაც ჩვენი, ორივე ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების წინ წაწევას შეუწყო ხელი.

მალე შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაუყრიან საფუძველს „მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთაშორისო ტრამპის მარშრუტს“, რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს, მიიღონ წვდომა ცენტრალურ აზიამდე და იქიდან შეერთებულ შტატებამდე მიმავალ დერეფანზე.

ამ მიზეზების გამო, ნიკოლს ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა აქვს 2026 წლის 7 ივნისის ხელახალი არჩევისთვის.

ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას იმაზე უფრო დიდ სიმაღლეებამდე მივიყვანთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„ვაქციოთ სომხეთი კვლავ დიდებულ ქვეყნად“ – წერს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა