ბოლო ამბები
03/06/2026

ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული – პრემიერი

ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია ყველა თვალსაზრისით, მათ არ აქვთ ხალხის ნდობა, ინსტიტუციურად აბსოლუტურად დასუსტებულები არიან, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, ეს დაპირისპირებები არის აბსოლუტურად ლოგიკური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული ყველა თვალსაზრისით. იცით, რომ მათ არ აქვთ ხალხის ნდობა. ინსტიტუციურად ისინი არიან აბსოლუტურად დასუსტებულები, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, ეს დაპირისპირებები არის აბსოლუტურად ლოგიკური. არის პერსონალური დაპირისპირებები, ჩვენ ამას შორიდან ვადევნებთ თვალყურს. ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისთვის და დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის ეს პროცესები არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი, თუმცა ვფიქრობ, რომ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ აუცილებლად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ იმ სარჩელს, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში და აუცილებლად განსაკუთრებული გულისყურით წარვადგენთ ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

სხვა ამბების წაკითხვა