22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

2024 ის აქციებზე არცერთზე არ ვიყავი იმიტომ, რომ აბსოლუტურად გაუგებარი იყო რას ითხოვდა ეს ხალხი – ზახა დობორჯგინიძე

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

“პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დაკავებულთაგან შვიდმა ითხოვა საპროცესო შეთანხმება. ინანიებენ დანაშაულს, პროკურატურამ გამოხატა თანხმობა და უახლოეს პერიოდში გათავისუფლდებიან. ყველამ უნდა გააკეთოს იგივე. დროა უკვე იმის აღიარების, რომ დელეგიტიმაციასაც კი ვერ მიაღწია აქციებმა და 750 დღეა 0 შედეგით ერთსა და იმავეს კეთება უაზრობაა.

ბევრ აქციაზე ვარ ნამყოფი, როცა ვიცოდი რის გამო ვიდექი, დეკრიმინალიზაცის მოსათხოვად, ფემიციდის წინააღმდეგ თუ ჰომოფობიის. 2024 ის აქციებზე კი არცერთზე არ ვიყავი იმიტომ რომ აბსოლუტურად გაუგებარი იყო რას ითხოვდა ეს ხალხი, როცა 0 მტკიცებულება იყო არჩევნების გაყალბების. განსაკუთრებით იმ აქციაზე დავიქრინჯე ხიდებზე ცოცხალი ჯაჭვი რომ იყო და აუ რამხელა სიყვარულია ვინც ამას ტოვებთო.

ზუსტად ვიცოდი რომ ერთ წელში ეგ სიყვარული გახდებოდა ის ჭაობი რაშიც ოპოზიციაა, ერთმანეთს ციხის საკნებიდან რომ აგინებენ. მაგრამ არაა აუცილებელი წლები ციხეში ისხდნენ ის ადამიანები ამათი სიშლეგის გამო ვისაც აქვს საშუალება მოითხოვოს შეწყალება ან საპროცესო.”– წერს სოციალურ ქსელში  სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი ზაზა დობორჯგინიძე.