MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

პარტია “კანონი და სამართალი”-ს თავმჯდომარე თამარ ჩარკვიანი, კინორეჟისორ ქეთი დოლიძეს მიმართავს:

“ვინმეს – ” ზოგიერთს” თუ ჰგონია, რომ ღალატი საკუთარი ქვეყნის, მეგობრის, ახლობელი ადამიანის, გარდაცვლილი მეგობრის, შეფურთხება სახელის, უანგარო სიკეთის ( სიკეთე მხოლოდ უანგარო არსებობს, დანარჩენს ანუ ანგარებიანს – გარიგება ჰქვია და არა სიკეთე) მეგობრის ხსოვნის ღალატი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მათი ანუ იმ მეგობრისთვის – მათთვის განკუთვნილი ღალატია – ძალიან ცდება, რადგან ღალატის დროს მხოლოდ საკუთარ თავს ღალატობ, ღირებულებებს ღალატობ ( თუ გაგაჩნია რა თქმა უნდა)

ასე რომ ყველა მთავრობის ერთ საყოველთაოდ “ცნობილ”- “კუკარაჩას” შევახსენებ: რომ ღალატის დროს საკუთარ თავს ღალატობ, სხვას კი არა?! მხოლოდ საკუთარ თავს- მხოლოდ! ღალატი სხვისი არ არსებობს – საკუთარი თავის ღალატია ის, შენ , რომ სხვისი ღალატი გგონია! (როგორც ჯანუკი გეტყოდა – ჯიგარო) –

სამწუხაროა და ბოლოს ჯანსუღის სტრიქონებს შეგახსენებ 70-იანებში დაწერილს (ერთ გამყიდველ კაცს- გამაღალჩინოსნებულს მიუძღვნა):

” გული ჩემი ბატკანივით შემოგწირე შენ, დადიხარ და დადიდგულობ
სხვანაირად სტვენ, ყველაფერში გაყიდულო , ამხანაგო N ”

P.S – თაკო “იმისტი- ” ხარ ?” ამისტი” ხარ?! აი ამ სისულელეს – იდიოტურ კითხვას სჯობს მიხვდე( ასაკში მაინც მიხვდე) რომ ერთი რამ არსებობს და იმას – საქართველოისტი ჰქვია, მაგრამ რა იცი ეგ შენ, ან რაღა დროის სწავლააა – უკვე, რადგან ” ოლიგარქის ქველმოქმედება გადევს ბორკილებად ” – დასანანია! დაიმახსოვრე -ქველმოქმედება არ შეიძლება ანგარებიანი გარიგება იყოს”- წერს თაკო ჩარკვიანი.

თქვენი კომენტარი?