MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ბოლნისში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების ნაწილი იქ ჩასულ სასწრაფო დახმარების ბრიგადასა და სამართალდამცველებს დაუპირისპირდა. როგორც ცნობილია ამის მიზეზი გახდა ინფიცირებული ადამიანების კლინიკაში გადაყვანის მცდელობა, რაზეც ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია. შემთხვევა გუშინ მოხდა და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ოჯახი უკვე კლინიკაშია მოთავსებული.

თქვენი კომენტარი?