ბოლო ამბები
19/06/2026

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპსსაგანმანათლებლო რესურსებიკომპანია შპსგლორი ტექსტილი ინდასტრისგანშეიძენს.

კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს

კომპანიაგლორი ტექსტილი ინდასტრისსამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული.* სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და ყველა ეტაპი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვითა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად წარიმართება.

2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე, მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას.

ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების დროულად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპსსაგანმანათლებლო რესურსებსსასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა.

სხვა ამბების წაკითხვა