“საბოლოო ჯამში ეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც შეეხება”- განაცხადა “პატრიოტთა ალიანსი”-ს თავმჯდომარე დავით თარხან მოურავმა 6 აპრილს, ობიექტივის ეთერში სტუმრობისას, როდესაც გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებას.
მისი შეფასებით, ეს პროცესი არ გაჩერდება მხოლოდ სანქციებზე და გაგრძელდება სამართლებრივად. დავით თარხან-მოურავის თქმით, ამერიკა მოითხოვს, რომ კორუფციაში დადანაშაულებული მოსამართლეები გადასცენ საერთაშორისო სასამართლოს და საქართველო ამაზე უარს ვერ იტყვის, რადგან ჩვენი ქვეყანა თითქმის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების თანამონაწილეა, მათ შორის რომის სტატუტის.
მისივე თქმით, არასერიოზულია ქართული მხარის შეფასებები, რომ ამერიკამ წარმოადგინოს მტკიცებულებები და ა.შ, ვინაიდან, ეს ქვეყანა არის ზესახელმწიფო, რომელსაც აქვს დიდი გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე.
დავით თარხან მოურავი ამბობს, რომ მოსამართლეების შემდეგ, უკვე პოლიტიკოსების სანქცირებაც იქნება და მათ შორის, აუცილებლად ბიძინა ივანიშვილისაც.
“ვფიქრობ, რომ ეს სანქციები შეეხება ირაკლი კობახიძეს და აუცილებლად მივა ბიძინა ივანიშვილამდეც.
თუ გონივრული მოქმედებები არ იქნა, სანქციები გადავა პოლიტიკოსებზე და მივა ბიძინა ივანიშვილამდე.”- განაცხადა დავით თარხან მოურავმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს