“540 ათასი ლარი აქვს აღებული ზაფხულში მხოლოდ სააკაშვილისგან “ფორმულას” რომ 4 ოქტომბრის ავანტიურას კარტბლანში ჰქონოდა და საღი აზრი დაბლოკილიყო.
540 ათას ლარს იხდის სააკაშვილი იმაში, რომ ქართველმა ერმა გუბაზ სანიკიძეზე, ირინა სარიშვილზე და ვალერი გელბახიანზე აიღოს სწორება.
540 ათასი ლარია გადახდილი იმაში, რომ ტელემედიაში დაყენებული ბოლის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი ციხეშია.
ამაზე ათასჯერ დიდი ფულია ჯამში გადახდილი საღი აზრის და პირადად ჩემს დაბლოკვაში, რადგან საღ აზრს ძალიან მჭახედ ვყვირი და სააკაშვილი ჩემს უნარებს დიდებულად იცნობს.
ასე მანიპულირებენ ადამიანების ბედით და ქართველ ხალხს საყვედურობენ, რატომ არ გვიჯერებო.
როგორ შეიძლება რომ ტელემედია წამყვანებზე გული არ აგვერიოს, როცა ვიცით რამხელა კორუფციის შედეგია ის ყალბი დღის წესრიგი რასაც გვატენიან.
და ამ დროს თარგამაძე … ქურდს კუდი რომ ეწვის, ამიტომ ხტებიან შარვლებიდან როცა ეხები.
ურჩევნიათ მონებად და დამნაშავეებად აქციოს სისტემამ, ვიდრე დაანგრიონ სისტემა, რომელიც მათ მონებად ყიდულობს და დამნაშავეებად აქცევს.”– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


