ბოლო ამბები
24/06/2026

ყველას გაფრთხილებთ, ნებისმიერი სქრინი, რომელიც ჩემამდე მოვა, ნებისმიერი კომენტარი, ყველაფერი წავა შსს-ში – მაგდა კლდიაშვილი

სპორტის ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მის მიმართ გამოთქმულ შეყრაცხმყოფელ პოსტებსა და კომენტარებს. ის ამბობს, რომ ყველას უჩივლებს. კლდიაშვილი მიმართავს შსს-ს ახლადაშექმნილ სამმართველოს, რომელიც სიძულვილის შემცველ კომენტარებს ამოწმებს და მოქალაქეებს აჯარიმებს.

“ჩემთვის, რომ ერთი პერსონალური პირი გამოყოთ, არ შეიძლება? ბიუჯეტში უამრავ თანხას შემოვიტან, გპირდებით, იმდენი ჯარიმის გამოწერა მოგიწევთ, ტვ იმედის ქარდიდან დაიწყეთ და საქმე გექნებათ ძალიან ბევრი (და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამას “იმედზე” აკეთებს ჩემი მოგვარე და შეიძლება ნათესავიც, ისე ცოტანი ვართ ). თავიდან ვღადაობდი, რა კარგია ეს სააგენტო რომ იქმნება მეთქი და ახლა, მართლა მიხარია. მიხედეთ საქმეს ძალიან გთხოვთ.

და ყველას გაფრთხილებთ, ნებისმიერი სქრინი, რომელიც ჩემამდე მოვა, ნებისმიერი კომენტარი, ყველაფერი – წავა შსს-ში. ნებისმიერი რამ, რასაც ჩემზე დაწერთ, წავა სასამართლოში!

ახლა წერეთ და იკითხეთ, მეც არ დაგზარდებით არავის!

P.S დამჰაჰავებლებსაც ცალკე დაგსქრინავთ. გთხოვთ, არ მოდუნდეთ. ახლა ვიყრი ჯავრს ყველაზე. წერეთ, არ გაჩერდეთ! სასამართლოში გათრევთ ყველას”- წერს მაგდა კლდიაშვილი.

შეგახსენებთ, მაგდა კლდიაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ 2022 წელს, ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.

სხვა ამბების წაკითხვა