ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია “ჯერ საქართველო” დააფუძნა, რომლის წარდგენაც 28 ივნისს, თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.
ეს არ არის ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო დრომ და იმ მოლოდინებმა, რაც ქვეყანაში შეიქმნა, ამიტომ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ფორმალური პასუხი არის ამ მოლოდინებთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე დიდი მოგზაურობის დასაწყისია.
იმედია, ეს მოგზაურობა ამ მოლოდინების საპასუხო იქნება. რაც შეეხება სხვა პარტიებთან ურთიერთობას, ღია ვართ ყველასთან საურთიერთოდ. გვაქვს ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება ალიანსთან მიმართებით. ვფიქრობთ, რომ „ჯერ საქართველოს” აქვს იმის ბუნებრივი რესურსი, რომ განვითარდეს ალიანსს მიღმა, თუმცა ეს არ გამორიცხავს პირად კომუნიკაციებს, ინდივიდუალურ კონტაქტებს. ასეთი კონტაქტები იყო, არის და დარჩება ჩვენს ხელწერად”,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


