“მე არ ვეთანხმები თქვენ განცხადებას, რომ ეს კანონი ამერიკულის მსგავსი იყო, ეს იყო კრემლით შთაგონებული კანონი- ასე უპასუხა ამერიკის ელჩმა ტელეკომპანია “იმედი”-ს ჟურნალისტ გიორგი ფუტკარაძის კითხვას კანონპროექტთან დაკავშირებით უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე.
“ეს კანონი მიზანში იღებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და იარლიყს აკერებდა იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ და მათ ჯაშუშებსა და უცხოურ აგენტებს უწოდებდა. ეს არის ხალხი, რომელიც მუშაობს საქართველოსთვის და არასამართლიანია დაადანაშაულო არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, რომ დაეხმარონ თავის თანამოქალაქეებს. თუ შეხედავთ რა ეფექტი ჰქონდა ამ კანონს რუსეთში, დაინახავთ, რომ მან გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება და ჩაახშო ხმა, ეს უნდა საქართველოს? – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, აღნიშნულ კანონში გამჭვირვალობა არაფერ შუაში არ იყო, რადგან საქართველოს უკვე აქვს შესაბამისი კანონი, რაც დაფინანსების საკითხებს გულისხმობს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს