ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„არასდროს არ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ ვთქვათ რა მიმართულებით ვსწავლობ აკადემიურად იქნება ეს, თუ რას ვაკეთებ, თუმცა საკმაოდ ბევრი წელი არის, ჩრდილში, არ ვასაჯაროებ ნამუშევრებს, მაგრამ ვხატავ ძალიან ბევრს, აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც მე პირადად ძალიან მაინტერესებს. ამის იქით თავისთავად ვგულშემატკივრობ მსგავსი ტიპის ინიციატივებს ჩვენი ახალგაზრდებისგან, ახალგაზრდული ორგანიზაციებისგან. ამიტომ თავისთავად უბრალოდ როგორც სტუმრის სტატუსი ვესწრები ამ შეხვედრებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს. რა მიმართულებითაც გითხარით ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი ვიშრომო, თუმცა არ ვასაჯაროებ არაფერს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ეს იქნება ტექნიკურად თუ კონცეპტუალურად, მინდა უკეთ განვავითარო.“– განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


