ბოლო ამბები
12/12/2024

ძალიან მწარედ ცდება ვისაც ჰგონია, რომ სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს ან გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს – ლევან თევზაძე

გაზიარება

ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება.“- ასე ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირების გადაწყვეტილებას.

“ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების ,,ლინჩის’’ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა ,,ქმედებების’’ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა”- წერს ლევან თევზაძე სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა