22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ჩვენ არასდროს განგვიხორციელებია საქართველოში მოსამართლეზე ზეწოლა – კელი დეგნანი

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

“ჩვენ არასდროს განგვიხორციელებია ზეწოლა მოსამართლეზე საქართველოში”– განაცხადა ამერიკის ელჩმა 6 აპრილს, ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში სტუმრობისას.

“წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა იყო იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო სასამართლო სისტემა, გამჭვირვალობა და მიღწეულ იქნა ძალიან დიდი პროგრესი.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ბევრ მოსამართლესთან, მე თვითონ იურისტი ვარ და ყოველთვის მაინტერესებს მათი საქმიანობის შესახებ, არის თუ არა ეფექტური მათთვის ამერიკის დახმარება, ყოველთვის ვეკითხები ხოლმე ამას.

მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ძალიან ბევრ ქართველ მოსამართლეს, რომლებიც არიან ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერები და მათ სურთ იშრომონ საზოგადოებისთვის და აღასრულონ სამართალი.

მათ სურთ იმუშაონ ჩარევისა და დაშინების გარეშე, სწორედ ამას ითხოვენ ისინი და ამას უჭერს მხარს ამერიკა თავისი პროგრამებით”– განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

შენიშვნა: ტექსტი გაშიფრული სინქრონული თარგმანის მიხედვით