22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ბადრი პატარკაციშვილი  აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა – ირაკლი რუხაძე

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ბადრი პატარკაციშვილი  აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, პოდკასტში “საქართველოს დაბადება” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილმა, ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას დიდი ენერგია და რესურსები დაახარჯა, თუმცა, ბოლომდე ვერ მიიყვანა.

” სხვათაშორის, მე სულ ვეკამათებოდი.

არ ვიცი, არგუმენტები რა ჰქონდა, მაგრამ უამრავი ფული დახარჯა, რომ გამოეძიებინა ეს ამბავი, დაცვებზე, ამაზე იმაზე, სულ ეძებდა ამ ისტორიას, როდესაც სააკაშვილის პოლიტიკური მტერი გახდა. ბადრიმ ძალიან დიდი ენერგია და რესურსები დახარჯა ამ ყველაფერზე, ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვერ მივიდა იქამდე, რომ ხელმოსაკიდი რაღაც ჰქონოდა, მაგრამ ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ამაში,” – განაცხადა რუხაძემ.