ბოლო ამბები
16/07/2026

“ქოცებსაც” კი არ უკადრებიათ ისეთი ლანძღვა და შეურაცხყოფა – ეკა კვესიტაძე თამარ ჩერგოლეიშვილზე

“ქოცებსაც” კი არ უკადრებიათ ისეთი ლანძღვა და შეურაცხყოფა, რასაც თქვენი პარტიის ლიდერი კადრულობს”- ასე პასუხობს ეკა კვესიტაძე პარტია ფედერალისტების წევრ ვახო კალოიანს მათი პარტიის ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის შეურაცხმყოფელ შეფასებებთან დაკავშირებით.

“ვახო, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და იყო დროს ძალიან დიდ პატივს ვცემდით ერთმანეთს, მე ახლაც ძალიან დიდ პატივს გცემ, როგორ არაჩვეულებრივ ექიმს და ეს არასდროს არ შეიცვლება. ძალიან ადამიანურად მინდა გკითხო – მოგწონს, როგორც თქვენი პარტიის ლიდერი {თამარ ჩერგოლეიშვილი} ადამიანებს ექცევა? გინებიდან დაწყებული, სუნიანების ძახილით დამთავრებული არაფერს აკლებს იმ ხალხს, რომელიც არ მოსწონს.

მსოფლიოში ბევრი ექსცენტრიული პოლიტიკოსია, მაგრამ ასეთი არაფერი მახსენდება. როცა ადამიანი ნაგავს, ჩმორს, სუნიანს გეძახის და არც დედის გინებას გაკლებს, როგორ შეიძლება ის სტუდიაში მოიყვანო. უბრალოდ, თავმოყვარეობის და ღირსების საკითხია. იმ პრეტენზიების თქმა, რაც ამ პოლიტიკოსს აქვს მედიების მიმართ, ცივილიზებული ფორმით შეიძლებოდა და შეიძლება და დამერწმუნე, სულ სხვა რეალობა გვექნებოდა დღეს.

სტუდიაში ყველას გვყოლია პოლიტოკოსები, ვინც არ მოგვწონს და იმათაც სასტიკად არ მოვწონვართ, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა. ქოცებსაც კი არ უკადრებიათ ისეთი ლანძღვა და შეურაცხყოფა, რასაც თქვენი პარტიის ლიდერი კადრულობს. ამიტომ, შეურაცხყოფაზე საუბარი თქვენგან, უკიდურესად რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. იყავით კრიტიკულები თქვენი ლიდერის გამოხატვის ფორმების მიმართ, რაც მთელ პარტიას საშინლად აზარალებს და დამერწმუნე, თუ ის შეცვლის ურთიერთობის ფორმებს, მედიაც შეიცვლება მის მიმართ. ახლა კი ამ
ყველაფერს, მგონია, რომ სპეციალურად აკეთებს, რადგან ვიღაცეების თვალში მსხვერპლად წარმოჩინდეთ. არაა ეს სწორი გზა. დიდი პატივისცემით”- წერს ეკა კვესიტაძე.

სხვა ამბების წაკითხვა