ერთად “ვისიამოვნოთ” ჩვენი კოლექტიური ფსკერით. აქამდე ხომ თამარ მეფე დაგვიხატეს პრეზერვატივზე, მერე ცხონებული ილია მეორე შეგვიგინეს და ეროვნული ღირსების დემონტაჟი რიხიანად გააგრძელეს. ახლა უკვე ნოდარ დუმბაძის ნათელ მემკვიდრეობასაც მიწვდნენ. ამ ინტელექტუალურმა ასიმეტრიებმა და მორალურმა ჰომუნკულუსებმა, რომელთა არსებობაც ევოლუციის ტრაგიკული შეცდომაა, სრულიად წაშალეს ეროვნული მეხსიერების უკანასკნელი ზღვარი.”– ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი ერთ-ერთ გადაცემაში, ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის ფაქტს.
“საქმე გვაქვს არა უბრალოდ უვიცებთან, არამედ იდენტობისგან დაცლილ, სულიერად დეგრადირებულ ბიომასასთან. ჩვენ წინაშე ჩვეულებრივი კულტურული პარაზიტები დგანან, რომელთა ერთადერთი სასიცოცხლო ფუნქცია ყოველივე ამაღლებულისა და წმინდას საკუთარ მყრალ, მარგინალურ ჭაობამდე დაყვანაა. ასეთი ფსიქიკური დევიანტებისთვის სიწმინდე სრულიად გაუგებარი ფენომენია და მისი ფეხქვეშ გათელვა არასრულფასოვნების კომპლექსის გადაფარვის ერთადერთ ფორმად იქცა.
კიდევ რა დაგვრჩა ხელუხლებელი? ვინ ან რა იქნება შემდეგი სამიზნე? მსგავსი აღვირახსნილი აგრესიის ფონზე, ალბათ, მალე მთაწმინდის პანთეონსაც ამოგვიბუგავენ. ისტორიული კანონზომიერება შეუბრალებელია და სულიერ ტერორს გარდაუვლად მოსდევს ფიზიკური ანგარიშსწორება. საჯარო სივრცეში ფასეულობების ნგრევის დასრულებისთანავე, ჯერი უშუალოდ პირად კერაზე მიდგება, ბოლოს სახლებში ლიმონკებს შემოგვიყრიან და ეგ იქნება. ღირებულებებისგან დაცლილ ვაკუუმში ხომ გადარჩენის პერსპექტივა უბრალოდ აღარ არსებობს.”- წერს ირაკლი ყიფიანი.
იხილეთ ვიდეო:
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

