ბოლო ამბები
21/07/2026

ნუ ამწვავებთ ისედაც დაძაბულ სიტუაციას – მამუკა ფიფიას მიმართვა კახეთში, ქორწილში მომხდარ ჩხუბზე

პარტია “სლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია გამოეხმაურა კახეთში, ქორწილში მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც მამაკაცმა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით, პირადად ვესაუბრე იმ გოგოებს, რომლებიც ამ ამბავში იყვნენ ჩართულები. აბსოლუტურად ადეკვატური, გონიერი ადამიანები არიან. მეტიც, ისინი სრულიად მზად არიან, საკუთარი სიმართლე და თითოეული სიტყვა პოლიგრაფზეც (სიცრუის დეტექტორზეც) კი დაადასტურონ. რაც არ უნდა მომხდარიყო და რა კონტექსტიც არ უნდა ყოფილიყო – ქალზე ხელის აღმართვა და ძალადობა ყოვლად დაუშვებელია და ამას გამართლება არ აქვს.

მე, რა თქმა უნდა, შევთავაზე როგორც შეეფერება ქართველ ადამიანს, ქართველ კაცს, დახმარება ფინანსური ადვოკატისთვის, ექიმებისთვის. მომწერენ, როცა დასჭირდებათ, რამდენი დასჭირდებათ ამისთვის. იცით რას გეტყვით, ბიჭებო? ჯიგრებო? არ შეიძლება ასე, სირცხვილია, ჩვენ ქართველებს სულ სხვა სახელი გვაქვს მსოფლიოს და ასეთი კადრები ვრცელდება მთელ მსოფლიოში. დიდი და პატარა ხედავს ამას.”- თქვა მამუკა ფიფიამ ვიდეომიმართვაში.

სხვა ამბების წაკითხვა