ბოლო ამბები
12/09/2024

თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემ თანხებზე – კახა კალაძე ჟურნალისტს

გაზიარება

თქვენ ნუ ინერვიულებთ  ჩემს თანხებზე, ჩემს ბიზნესზე. ჩემს თავს როგორმე მივხედავ”- ასე უპასუხა თბილისის მერმა ოპოზიციური არხის ერთ-ერთ ჟურნალისტის კითხვას,რომელიც მის შესაძლო დასანქცირებას ეხებოდა.

„2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით, ჩემი სამშობლოს სიყვარულით. ამას არ ვნანობ.

დღესაც ჩემს ხალხს ვემსახურები. სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამარცხვინოა, როდესაც ფულს გიხდიან და სხვისი ქვეყნის ინტერესებს ატარებ. მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს. თქვენ ნუ ინერვიულებთ  ჩემს თანხებზე, ჩემს ბიზნესზე. ჩემს თავს როგორმე მივხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა