MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

პოლიტიკაში ყოფნის დროს ჩემთვის ორი საფიცარი არსებობს. ერთი – ქართული სახელმწიფო და მისი ინტერესები და მეორე – ხალხი.”– ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას განცხადა.

“ვფიქრობ, ყოველ ჩემ საჯარო ფრაზას, სიტყვას და ნაბიჯს, რომ არ დავაზიანო ჩემი საქართველო და ჩემი ერის ინტერესი. იცით, რა მოხდა სინამდვილეში, “ქართული ოცნების” შემთხვევაში? უცბად ჩათვალეს, რომ არიან ძალიან მაგრები.

კორონა მოვაგვარეთო, რეიტინგი აგვეწია, როცა მოვინდომებთ არჩევნებს მაშინ მოვიგებთო, თან მსოფლიოს ჩვენთვის არ სცალიაო და დაიწყეს ტუტუცობა, ბლატაობა და დააზარალეს ქვეყანა. ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანა, ჩვენს ვითარებაში ასე უნდა იქცეოდეს? იმის მაგივრად, რომ მთავრობა დარბოდეს მსოფლიოში და იხვეწებოდეს ჩვენთან გახსენით საწარმოო, ამათმა მსოფლიოს თითის ტრიალი დაუწყეს. აი, ეგაა ქართული პოლიტიკის და პარტიების პრობლემა, საკუთარი ჯიბის და ინტერესების იქით ვერაფერს ხედავენ და არ ფიქრობენ, ამით ავნებენ თუ წაადგებიან ქვეყანას”- განაცხადა ელისაშვილმა.

თქვენი კომენტარი?