06/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›მედია

საზ.მაუწყებლის დირექტორად კვლავ თინა ბერძენიშვილი აირჩიეს

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა ღია კენჭისყრაზე დაუჭირა მხარი.

„ბოლო ექვსი წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განვითარების, განახლებისა და მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. განვახორციელეთ საუკუნის პროექტი – ახალი შენობა, განახლდა ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი დაიფარა 45 მილიონი ლარის ოდენობის სესხი. ამ დროის განმავლობაში ჩვენ, როგორც გუნდმა, შევძელით არა მხოლოდ ინსტიტუციური სტაბილურობის შენარჩუნება, არამედ ორგანიზაციის თანამედროვე, მრავალპლატფორმიან და ციფრულ ეპოქასთან ადაპტირებულ მედიაორგანიზაციად განვითარება.

შეიქმნა ახალი ციფრული პლატფორმები, დაიწყო სპორტული მაუწყებლობა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქართული შინაარსის წარმოება და გაძლიერდა მაუწყებლის როლი ქვეყნის კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების პროცესში. შესაბამისად, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო ძლიერი, მრავალფეროვანი და აუდიტორიაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. თუმცა ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ორგანიზაცია არ არის.

ჩემი პროფესიული გზა სწორედ აქ დაიწყო და მრავალი წლის განმავლობაში პირველ არხთან ერთად ვიზრდებოდი. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მოტივაციით ვაცხადებ მზადყოფნას, გავაგრძელო მისი განვითარება მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.