ბოლო ამბები
07/08/2026

გიორგი ბარამიძე გამოეხმაურა პროკურატურის მიერ, მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას

გიორგი ბარამიძე გამოეხმაურა პროკურატურის მიერ, მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.

“მოღალატე რუსქოცებო და პოლიტიკურო ტურებო! საქართველოსთვის თქვენზე ნალები მებრძოლის დედა ვატირე! ქოცპროკურატურამ ჩემზე “საქართველოს ღალატისთვისო” საქმე აღძრა! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის! სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდიდის წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი და ამ სიმართლეს ვერავინ წამართმევს.”- წერს ბარამიძე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება“ “გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

ამ თემაზე ასევე იხილეთ გიორგი ბარამიძის განმარტება:

სხვა ამბების წაკითხვა