26/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›პოლიტიკა

ჩადით მოსკოვში და ჰკითხეთ – ირაკლი კობახიძე “ფორმულის” ჟურნალისტს

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

თქვენ თუ რაიმე ინტერესი გაქვთ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩადით მოსკოვში და დააზუსტეთ, რა იგულისხმება, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინის განცხადებაზე დაუსვა კითხვა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს კითხვა უნდა დაუსვან შესაბამის ადრესატს.

„ჩადით მოსკოვში და ჰკითხეთ. არ გიჭირდათ მოსკოვში სიარული თქვენი პარტიის წარმომადგენლებს, 2022 წლამდე ჩადიოდით მოსკოვში და ეს კითხვები დაუსვით შესაბამის ადრესატს. თქვენ დადიოდით მოსკოვში 2022 წლამდე და ჩადით, თქვენს პარტიას ვგულისხმობ, ჩადით ისევ მოსკოვში და ეს კითხვები დაუსვით შესაბამის ადრესატს. მე რატომ უნდა დამისვათ. თქვენ დასდევთ ერთნაირად როგორც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსების, ისევე სხვა პოლიტიკოსების განცხადებებს, კუბილიუსების და სხვა განცხადებებს. ერთნაირად დასდევთ და თქვენ თუ რაიმე ინტერესი გაქვთ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩადით მოსკოვში და დააზუსტეთ, რა იგულისხმება. მე რატომ მეკითხებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.