ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ოთხი ქართველი მოსამართლის სავიზო სანქცირების საკითხს:
“მოსამართლე ჩხიკვაძისთვის, გადაწყვეტილების გამო, მოწვევის გაუქმების შემდეგ მოსამართლეთა რეაქციამაც ვერაფერს მიახვედრა ელჩი დეგნანი, – ვერ გაიგო, რომ საქართველოს მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის სავიზო შეზღუდვა კვლავაც უკურეაქციას გამოიწვევდა.
საელჩოს გაუნელებელი მცდელობა, საქართველოს სასამართლო სისტემა დაიქვემდებაროს და ამისთვის მმართველ პარტიაზე მუდმივი ზეწოლა კვლავაც კრახით დასრულდა. ამის მცდელობა ადრეც ჰქონდათ, მაგრამ სააკაშვილმა არ დათმო. ახლაც აქვთ, მაგრამ ამჯერად უკვე მოსამართლეები აღარ თმობენ.
ხოლო ქართველთა ერთი ნაწილის ჟივილ-ხივილი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის გამო და იმის მოლოდინი, რომ ძლიერი ამერიკა სუსტ საქართველოს დაჩაგრავს, ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს, რა კატეგორიის ხალხი და ვისი ზურგით (აქ შეგიძლიათ სხვა სიტყვა იგულისხმოთ) აპირებს დესტაბილიზაციას საქართველოში. არაფერი გამოუვათ!
არა იმიტომ, რომ ამერიკა დასუსტდება ისე ან საქართველო გაძლიერდება ასე, არამედ იმიტომ, რომ არც ქართველ ჭივჭავებს და არც ამერიკელ არწივებს წარმოდგენაც კი არ აქვთ ქართულ საზოგადოებაზე.
ყველას რომ შეუზღუდონ ამერიკის ვიზაზე წვდომა, მაინც არაფერი გამოუვათ!
ამერიკა უკვე აღარ არის აღთქმული ქვეყანა!
და ამის გასაცნობიერებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებიათ ქართველებს, – თვალი ისევ ამერიკელებმა აგვიხილეს”- წერს ბონდო მძინარაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს