დავით ქაცარავას თქმით, 1 წელზე მეტია, რაც საქართველო დატოვა და საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ამის შესახებ მან 2026 წლის 11 აგვისტოს, ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში ჩართვისას განაცხადა.
“გერმანიაში ვიმყოფები უკვე წელიწადზე მეტია. საქართველოს დატოვება მომიწია იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ ამ “ქოცბანდამ” სამწუხაროდ გადამიწურა ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოში ვყოფილიყავი და მერჩინა ჩემი ოჯახი. ფაქტობრივად გამინადგურეს ჩემი 20 წლის საქმე – ჯომარდობა, რომელიც მაძლევდა საშუალებას ვყოფილიყავი ფინანსურად დამოუკიდებელი ეს ერთი და მეორე მიზეზი არის ის, რომ აქ როგორღაც უნდა მოვახერხო ჩემი ჯანმრთელობის რეაბილიტაცცია, თვალის მდგომარეობა არ მაქვს სახარბიელო, რაღაც მომენტში რეგრესიც (უკანსვლა) დაფიქსირდა”- განაცხადა დავით ქაცარავამ.
შეგახსენებთ, დავით ქაცარავა 2024 წლის აქციებზე სამართალდამცველებმა სცემეს და მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა თვალზე.

Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

