მრცხვენია იმ უმსგავსობის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება. სირცხვილია ამ ფორმით მიაგო პატივი გმირებს.”- ასე ეხმიანება ჟურნალისტი ნინო შალამბერიძე, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქცია-კონცერტს, რომელიც დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერად გაიმართა.
“9 აპრილი ქართველი ერისთვის მტკივნეული დღეა. დღე, როდესაც უამრავი გულანთებული ქართველი შეეწირა თავისუფლებისთვის ბრძოლას.
ეს გლოვის დღეა, დღე როდესაც ცრემლით და ტიტებით მივაგებთ პატივს, თუმცა დღეს ე.წ ოპოზიციამ მარაზმი მოაწყო და ასე სურს 9 აპრილს შეხვდეს.
როგორ შეიძლება ნდობა გამოუცხადო მათ, როლებმაც არ იციან რა არის გლოვა, არ სცემენ პატივს გმირებს, ისტორიას. სირცხვილია ერქვათ მათ ქართველი.
დროა ამოვიღოთ ხმა, რადგან ფეხქვეშ გვითელავენ ისტორიას და გმირებს.
დღეს ახალგაზედები ცეკვავენ იქ, სადაც ერთ დროს მათმა თანატოლებმა თავი შეწირეს ქვეყანას.
ნება იბოძეთ და პატივი ეცით მათ სულებს! მესირცხვილებით თქვენ, ვინც ახლა რუსთაველზე ხართ და ტაშფანდური გაგიმართავთ. დიდება ჩვენ გმირებს და ბოდიში მათ სულებს”- წერს ნინო შალამბერიძე.
იხილეთ ვიდეო აქცია-კონცერტიდან:
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს