MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

სამართალდამცველი, რომელიც გიორგი რურუას საქმეზე მოწმედ არის, ამბობს, რომ ჩხრეკისას იარაღი ჰქონდა,  ამის შესახებ პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

„დავიწყეთ მე და ლევან ადეიშვილმა ჩხრეკა რა დროსაც ჩვენს მიერ აღნიშნული პიროვნებისგან მარჯვენა წელიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ. იარაღი ადგილზე განვმუხტე და გავაგრძელე ჩხრეკა მანქანაში. თხელი ქურთუკი ეცვა როგორც მახსოვს. 

იარაღზე როდესაც გაქვს ინფორმაცია, პირველ რიგში წელზე მიდიხარ და წელზე რომ შემოვუსვი ხელი, მარცხენა ხელზე მომხვდა, ვიგრძენი, რომ იარაღი იყო. ამოვუღე, განვმუხტე იარაღი, მჭიდი ამოვიღე, ექსპერტიზის პარკში ჩავაგდე, რომელიც გამომძიებელს ეჭირა. მანქანა ქალაქში მოძრაობდი და წყნეთში უნდა წასულიყო“, – განაცხადა ბრალდების მოწმემ.

თქვენი კომენტარი?